„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დეკემბერში ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გასულ თვეში, მერსისაიდულმა კლუბმა შვიდიდან შვიდი მატჩი მოიგო ბურთების სხვაობით – 17:2.
დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად კი ასევე „ლივერპულის“ წევრი, ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი აღიარეს. ჰოლანდიელმა შვიდივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა, გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.
„ლივერპული“ ლიდერობს პრემიერლიგის ცხრილს. ის „მანჩესტერ სიტის“ ოთხი ქულით უსწრებს.