კლოპი და ალექსანდერ-არნოლდი დეკემბრის თვის ლაურეატები გახდნენ
კლოპი და ალექსანდერ-არნოლდი დეკემბრის თვის ლაურეატები გახდნენ

პრემიერლიგამ, ტრადიციულად, გასული თვის ლაურეატები გამოავლინა.

დეკემბერში ინგლისის ჩემპიონატის ლიდერმა „ლივერპულმა” ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო. შესაბამისად, საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი სწორედ ამ გუნდიდან აირჩიეს.

მერსისაიდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი ზედიზედ მეოთხედ გახდა თვის საუკეთესო მწვრთნელი. მისი კონკურენტები იყვნენ – ოლე-გუნარ სოლსკიაერი („მანჩესტერ იუნაიტედი”) და ნაიჯელ პირსონი („უოტფორდი”).

დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ლივერპულის” მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, რომელმაც გუნდის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.