სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადებს კარიერის დასრულების შესახებ. თუმცა, Mediaset-ის ინფორმაციით, 40 წლის მეკარე კიდევ ერთი წლით დარჩება ფეხბურთში, მაგრამ არა იტალიაში და არა “იუვენტუსის” შემადგენლობაში. მიზეზი “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპია, რომელიც დაჟინებით თხოვს იტალიელს თავის კლუბში ერთი წლით თამაშს.
როგორც ირკვევა, “ლივერპული” მზად არის შესთავაზოს ბუფონს ერთწლიანი კონტრაქტი და გუნდში ძირითადი მეკარის ადგილი.
თუ იტალიურ პრესას ვერწმუნებით, მოვლენათა ამგვარი განვითარება სავსებით რეალური ჩანს.