„კლივლენდის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტაირონ ლიუ დაითხოვა, – იტყობინება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.
დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემრულებელი ლიუს ასისტენტი ლერი დრიუ იქნება.
„კლივლენდმა“ გუშინ, 107:119 წააგო საკუთარ მოედანზე „ინდიანასთან“. ეს, 2018-19 წლების სეზონის სტარტიდან, გუნდის ზედიზედ მეექვსე წაგება იყო.
ლიუ „კლივლენდს“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან 2015-16 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიგო, მომდევნო ორ სეზონში კი გუნდი ფინალში გაჰყავდა.