"კლივლენდმა" "ტორონტოს" ოვერტაიმში სძლია და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"კლივლენდმა" "ტორონტოს" ოვერტაიმში სძლია და მოედნის უპირატესობა მოიპოვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის მეოთხედფინალურ ეტაპზე სერიის პირველი შეხვედრა აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარულის გამარჯვებულმა “ტორონტომ” და “კლივლენდმა” გამართეს.

მატჩი ტორონტოელების მშობლიურ “ეარ კანადა ცენტრში” ჩატარდა და “კავალიერსის” გამარჯვებით, 113-112 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ დუეინ კეისის გუნდს შეხვედრის უკანასკნელ წამებზე მოგების ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა და “კლივლენდის” გამარჯვებით დასრულდა.

კლივლენდელთა შორის მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა. “მეფემ” 26 ქულა, 11 მოხსნა და 13 პასი დააგროვა. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯეი არ სმიტმა. კაელ კორვერმა საკუთარ გუნდს 19 ქულა შესძინა. “ტორონტოს” რიგებში 21 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა იონას ვალანჩუნასი. 22 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში დემარ დეროუზანმა. 18 ქულითა და 10 პასით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა კაელ ლაურის.

მომდევნო შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის კვლავ “ეარ კანადა ცენტრში” 4 მაისს გაიმართება.