“კლივლენდ კავალიერსის” ზედიზედ მეოთხე მოგებული მატჩი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში. ნბა-ს ვიცე-ჩემპიონი სტუმრად “ოკლაჰომა სიტის” დაუპირისპირდა და მეტოქეს 8 ქულის სხვაობით 112-120 დაამარცხა.
მორიგი ბრწყინვალე მატჩი გამართა ლებრონ ჯეიმსმა. “მეფემ” 37 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 8 პასი დააგროვა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ამ შედეგით რა თქმა უნდა საუკეთესო იყო. გუნდის ახალწვეულებმა როდნი ჰუდმა, ჯორდან კლარკსონმა და ლერი ნენს ჯუნიორმა ჯამში 41 ქულა შესძინეს “კლივლენდს”. ჰუდმა და კლარკსონმა 14-14, ლერი ნენსმა კი 13 ქულა ჩაიწერეს პირად აქტივში. ოკლაჰომელთა 25 ქულა დააგროვა პოლ ჯორჯმა. რას ვესტბრუკის ანგარიშზე 21 ქულა, 12 პასი და 7 მოხსნაა. კარმელო ენტონიმ კი 24 ქულა ჩააგდო.
ტორონტო – მაიამი 115-112
მილუოკი – ატლანტა 97-92
მინესოტა – ჰიუსტონი 108-126
დალასი – საკრამენტო 109-114
დენვერი – სან ანტონიო 117-109