„კლივლენდ კავალიერზის“ ერთ-ერთი ლიდერი კევინ ლავი დაახლოებით ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს, – იტყობინება ESPN. ირკვევა, რომ ფორვარდს მარცხენა ფეხში ტკივილი აწუხებს, რომელიც ჯერ კიდევ წინასასეზონო მომზადების პერიოდში იგრძნო.
ახალ სეზონში კევინ ლავის სტატისტიკაა – 19.0 ქულა და 13.5 მოხსნა. აღვნიშნავთ, რომ “კლივლენდმა” სეზონის სტარტზე ექვსიდან ექვსი მატჩი წააგო. სწორედ ამის გამო, პოსტიდან დაითხოვეს მთავარი მწვრთნელი ტაირონ ლიუ.