"კლივლენდმა" ინდიანაპოლისში მოიგო და ანგარიში გაათანაბრა
"კლივლენდმა" ინდიანაპოლისში მოიგო და ანგარიში გაათანაბრა

“კლივლენდ კავალიერზმა” “ინდიანასთან” სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ლებრონ ჯეიმსმა 32 ქულა დააგროვა, ხოლო კაილ კორვერმა მიწურულს ორი მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო და “კავალიერზმა” 104:100 მოიგო.

კორვერმა მატჩი 18 ქულით დაასრულა და აქედან რვა ქულა ბოლო სამ წუთში დააგროვა, როცა “ინდიანა”  მეტოქეს წამოეწია და თამაშის გადარჩენის შანსი მიიღო. თუმცა, მასპინძელთა გუნდი თამაშიდან ტყორცნების დაბალმა რეალიზაციამ დააღალატა – “პეისერსმა” მატჩში 43 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

ლებრონ ჯეიმსს ერთგვარი იუბილე ჰქონდა – პლეი ოფში მე-100 30-ქულიანი მატჩი ჩაატარა. მას კიდევ ცხრა ასეთი მატჩი სჭირდება, რათა ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს დაეწიოს.

სერიაში ანგარიში თანაბარია – 2:2. მეხუთე შეხვედრა ორ დღეში “კლივლენდის” არენაზე გაიმართება.