"კლივლენდმა" "დეტროიტს" 17 ქულიანი სხვაობით სძლია
"კლივლენდმა" "დეტროიტს" 17 ქულიანი სხვაობით სძლია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. “კლივლენდ კავალიერსმა” “ქუიქენ ლოანს არენაზე” “დეტროიტ პისტონს” უმასპინძა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 121-104 სძლია.

კლივლენდელთა რიგებში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 25 ქულითა და 14 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 20 ქულითა და 11 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა კევინ ლავს. აისეა ტომასმა 14 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. “დეტროიტის” რიგებში 20-20 ქულით ტობაიას ჰარისი და ენტონი ტოლივერი გამოირჩნენ. ანდრე დრამონდმა 17 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ჩიკაგო – მილუოკი 96-110
ჰიუსტონი – ფინიქსი 113-102
ნიუ ორლეანი – კლიპერსი 103-112
ტორონტო – ლეიკერსი 123-111
ოკლაჰომა – ფილადელფია 122-112
სან ანტონიო – საკრამენტო 113-98