“დენვერთან” და “ფილადელფიასთან” წაგებული საშინაო მატჩების შემდეგ, “კლივლენდ კავალიერსმა” საკუთარ “ქუიქენ ლოანს არენაზე” ”დეტროიტ პისტონსი” მიიღო და 22 ქულიანი სხვაობით 112-90 სძლია. მოედანზე საუკეთესი ორივე გუნდის შემადგენლობაში ლებრონ ჯეიმსი გამოდგა, რომელმაც 31 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი ჩაიწერა პირად აქტივში. 22 ქულ
ითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა გუნდის ახალწვეულმა ლერი ნენს ჯუნიორმა. როდნი ჰუდმა 13 ქულა დააგროვა. დეტროიტელთა რიგებში ყველაზე მეტი 25 ქულა ბლეიკ გრიფინის ანგარიშზეა. ანდრე დრამონდს 15 ქულა დაუგრობდა. ორმაგ მოხსნამდე “დეტროიტის” ცენტრს 1 მოხსნა დააკლდა.
ინდიანა – მილუოკი 92-89
მაიამი – ფინიქსი 125-103
ჩიკაგო – ბოსტონი 89-105
სან ანტონიო – მემფისი 100-98
იუტა – ორლანდო 94-80