"კლივლენდმა" "ტორონტო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ლებრონი კვლავ საუკეთესოა
"კლივლენდმა" "ტორონტო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ლებრონი კვლავ საუკეთესოა

მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილმა “კლივლენდ კავალიერსმა” საკუთარ “ქუიქენ ლოანს არენაზე” აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი “ტორონტო” მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულის სხვაობით 132-129 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგელობაში საუკეთესო “კავალიერსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი გამოდგა. “მეფემ” მოედანზე გატარებულ არასრულ 40 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა და 17 პასი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ჯეიმსს შეხვედრაში შეცდომა არ დაუშვია. 23 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა მატჩი კევინ ლავმა. ჯორჯ ჰილის ანგარიშზე 22 ქულაა. ტორონტოელთა შორის კი 24 ქულით საუკეთესო კაელ ლაური გამოდგა. 21 ქულის დაგროვება შეძლო დემარ დეროუზანმა.

ფილადელფია – მემფისი 119-105
ბრუკლინი – შარლოტი 105-111
მაიამი – ნიუ იორკი 119-98
ნიუ ორლეანი – ინდიანა 96-92
ჩიკაგო – დენვერი 102-135
მილუოკი – კლიპერსი 120-127
სან ანტონიო – ვაშინგტონი 98-90