„კლივლენდ კავალიერსისთვის“ მიმდინარე სეზონი ძალიან წარუმატებლად მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც გუნდი ლებრონ ჯეიმსმა დატოვა, შეიძლება ითქვას, რომ „კლივლენდი“ ნბა-ს ერთ-ერთ გამოკვეთილ აუტსაიდერად ჩამოყალიბდა. გუნდი, 34 წაგებითა და 8 მოგებით, აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს. ტრავმები აწუხებთ ამ ფორმაციის გუნდის ლიდერებს – კევინ ლავსა და ტრისტან ტომპსონს.
არსებულ პრობლემებს კიდევ ერთი სერიოზული უსიამოვნება დაემატა: დაშავდა ლარი ნენსი, რომელიც „ი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტის, ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, საკუთარ გუნდს მინიმუმ 2 კვირა ვერ დაეხმარება.