ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სტარტი აიღო 2019-20 წლების რეგულარულმა სეზონმა.
დღეს სამი შეხვედრა ჩატარდა. სან-ფრანცისკოს „ჩეის ცენტრში”, რომელიც „გოლდენ სტეიტის” მშობლიური არენაა, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. „ვორიორზმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა. შეხვედრა დოკ რივერსის გუნდის სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ „კლიპერსმა“ მეტოქეს 122-141 სძლია. კავაიმ მოედანზე არასრული 22 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 21 ქულა, 5 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ივიცა ზუბაცმა. 22 ქულა იყო ლუ ვილიამსის ანგარიშზე. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა მონტრეზ ჰარელმა. სტივ კერის გუნდის რიგებში ყველაზე მეტი 23 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. 20 ქულა ჰქონდა დეანჯელო რასელს.
დეტროიტი – ატლანტა 100-117
ჰიუსტონი – მილუოკი 111-117