„კლიპერსმა“ „ლეიკერსი“ მიმდინარე რეგულარულში უკვე მეორედ დაამარცხა (ვიდეო)
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის საშობაო შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური მატჩი ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში” ჩატარდა, სადაც ნომინალურმა მასპინძელმა „ლეიკერსმა“ „კლიპერსთან“ მიმდიარე სეზონზე უკვე მეორედ წააგო (106-111).
პირველი ტაიმი ფრენკ ფოგელის გუნდმა 12 ქულის სხვაობით მოიგო. მესამე და მეოთხე პერიოდებში კი დოკ რივერსის შეგირდები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ შეხვედრა „კლიპერსის“ გამარჯვებით დასრულდა.
„კლიპერსის“ გამარჯვებაში ერთერთ მთავარ ფაქტორად კვლავ კავაი ლეონარდი იქცა. გასული სეზონის სუპერფინალური სერიის ყველაზე ღირებულმა მოთამაშემ 35 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის აქტივში ასევე 5 პასი იყო. პოლ ჯორჯმა 17 ქულა მიითვალა. 18 ქულა დააგროვა მონტრეზლ ჰარელმა.
სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა ლებრონ ჯეიმსმა. მის ანგარიშზე 23 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასია. ენტონი დევისმა „ლეიკერსს” 24 ქულა შესძინა. 25 ქულა ჰქონდა კაელ კუზმას.
„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ მარცხის მიუხედავად 24 მოგებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში კვლავ 1 ადგილზეა. „კლიპერსი“ 23 მოგებითა და 10 მარცხით მესამე პოზიციაზეა. მეორე ადგილზე კი 21 მოგებითა და 9 მარცხით „დენვერი“ იმყოფება.
ტორონტო – ბოსტონი 102-118
ფილადელფია – მილუოკი 121-109
გოლდენ სტეიტი – ჰიუსტონი 116-104
დენვერი – ნიუ ორლეანი 100-112