„კლიპერსმა“ „კლივლენდი“ იოლად დაამარცხა, ჯორჯმა და ლეონარდმა ჯამში 60 ქულა დააგროვეს - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
„კლიპერსმა“ „კლივლენდი“ იოლად დაამარცხა, ჯორჯმა და ლეონარდმა ჯამში 60 ქულა დააგროვეს - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ სტუმრად „კლივლენდი“ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა – 99:121.

პოლ ჯორჯმა და კავაი ლეონარდმა ჯამში 60 ქულა დააგროვეს (ჯორჯი – 36 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი. ლეონარდი – 24 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი). 10 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ივიცა ზუბაცმა. 15 ქულით დაასრულა მატჩი ლუ ვილიამსმა.

კავალიერსის“ რიგებში კი 27 ქულით საუკეთესო კოლინ სექსტონი გამოდგა. 23 ქულა ჰქონდა დარიუს გარლანდს.

 

კლივლენდი-კლიპერსი 99:121

შარლოტი-ფილადელფია 111:118

მილუოკი-ინდიანა 130:110

ატლანტა-დალასი 116:122

მაიამი-ვაშინგტონი 100:103

ჩიკაგო-ნიუ იორკი 103:107

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 104:87

სან ანტონიო-მინესოტა 111:108

ნიუ ორლეანი-ფინიქსი 123:101

საკრამენტო-ბოსტონი 116:111