ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ „ფინიქსს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა (120-99).
დოკ რივერსის გუნდში ყველაზე შედეგიანი 24 ქულით პოლ ჯორჯი გამოდგა. კავაი ლეონარდმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა. ასევე 20 ქულა ჰქონდა ლუ ვილიამსს. რაც შეეხება „ფინიქსს“, 18 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დეანდრე ეიტონმა. კელი უბრემ პირად აქტივში 19 ქულა ჩაიწერა.
„კლიპერსს“ დასავლეთ კონფერენციაში 21 მოგება და 8 მარცხი აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ლოსანჯელესელები 21 დეკემბერს სტუმრად „სან ანტონიოსთან“ ჩაატარებენ.
შარლოტი – საკრამენტო 110-102
ნიუ იორკი – ატლანტა 143-120
ნიუ ორლეანი – ბრუკლინი 101-108 (ოვერტაიმი)
იუტა – ორლანდო 109-102