უკრაინელი მოკრივის, ვლადიმირ კლიჩკოს ახალი წიგნი “გამოწვევების მართვა”, რომლის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ, უკრაინაში გაიმართა, აგვისტოში ინგლისურ ენაზე გამოვა, მოგვიანებით კი კიდევ ოთხ ენაზე ითარგმნება, – იტყობინება ვებგვერდი klitschko-brothers.com.
აღვნიშნავთ, რომ წიგნი ბესტსელერი გახდა „ამაზონის“ ბიზნეს-ლიტერატურის განყოფილებაში.
„აგვისტოში გამოქვეყნდება ინგლისური ვერსია ჩემი წიგნისა „გამოწვევების მართვა“, რომელშიც ვყვები, თუ როგორ მივედი ჩემს შინაგან მდგომარეობამდე. საერთო ჯამში, წიგნს ოთხ ენაზე გადათარგმნიან – ბულგარულად, გერმანულად, იაპონურად და ინგლისურად“, – აღნიშნა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა.