კლეო ტომპსონმა ევენჯერსის დასკვნითი სერიის ბოლო ერთ საათს არ უყურა (ვიდეო)
გოლდენ სტეიტ ვორიორზს დასავლეთ კონფერენციის ფინალში მოსახვედრად ურთულესი ბრძოლების გადატანა მოუწევს. ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა (2-2).
მომდევნო შეხვედრა ოკლენდში შედგება. ვორიორზის ერთ-ერთი მსროლელი კლეი ტომპსონი როკეთსთან განცდილი მარცხის შემდეგ, ბუნებრივია, ცუდ ხასიათზე იყო. კლეი ჰიუსტონთან სერიაში სამქულიანი დისტანციიდან 30.8% სიზუსტით ისვრის. საშუალო დისტანციიდან კი მისი პროცენტული მაჩვენებელი 38.7% შეადგენს.
როგორც გაირკვა, ტომპსონი იმედგაცრუებული არა მხოლოდ წაგებული თამაშით, არამედ ევენჯერსის ბოლო სერიითაც იყო. მარველის მხატვრული ფილმის ბოლო სერია გოლდენ სტეიტის მსროლელს იმდენად არ მოწონა, რომ სეანსი ნაადრევად, 1 საათით ადრე დატოვა და თავისი იმედგაცრუება არც მედიასთან საუბრისას დამალა.’