კლეი ტომპსონმა მძიმე ტრავმა მიიღო
კლეი ტომპსონმა მძიმე ტრავმა მიიღო

კლეი ტომპსონი „გოლდენ სტეიტისთვის“ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს დღევანდელი ფინალური მატჩიდანაც გამოჩნდა. კლეიმ სერიის მეექვსე შეხვედრაში 30 ქულა ჩააგდო, თუმცა მუხლის მძიმე ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რაც შეიძლება ითქვას, რომ ტორონტოელთა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.

„ესპნ“-ს (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ესაუბრა ტომპსონის აგენტს, რომელმაც განაცხადა, რომ კლეის მუხლის ჯვარედინი მყესი აქვს დაზიანებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთ ლიდერს შესაძლოა მთლიანი 2019-20 წლების სეზონი გაუცდეს.