საოცარი მატჩი ჩაატარა „ჩიკაგო ბულზის“ წინააღმდეგ კლეი ტომპსონმა.
„გოლდენ სტეიტის“ მსროლელმა დღეს დილით „იუნაიტედ ცენტრში“ მოგებულ შეხვედრაში მასპინძლებს 14 სამქულიანი ჩაუგდო და NBA-ის რეკორდი დაამყარა.
ჯამში ტომპსონმა 52 ქულა მოაგროვა და, ბუნებრივია, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მატჩი მოქმედმა ჩემპიონმა 149-124 მოიგო.