„გოლდენ სტეიტის“ მცველი კლეი ტომპსონი ტრავმის გამო ვერ გავა მოედანზე მინიმუმ „ყველა ვარსკვლავის“ მატჩამდე, – განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ბობ მაიერსმა.
კალათბურთელმა ივლისში ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო ოპერაცია გადაიტანა. „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 2020 წლის 16 თებერვალს, ჩიკაგოში გაიმართება.
ასე რომ, 29 წლის ტომპსონი მომავალ სეზონზე რეგულარული ჩემპიონატის მინიმუმ 55 მატჩს გამოტოვებს.
მცველმა კარიერაში 615 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 19.5 ქულა, 3.5 მოხსნა და 2.3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
2019 წლის ზაფხულში, კალათბურთელი დათანხმდა „გოლდენ სტეიტთან“ ხუთწლიან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც 190 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.