იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო, შესაძლოა, ტურინის მერობის კანდიდატი გახდეს, – დაწერა გაზეთმა „ლა სტამპამ“ (La Stampa).
ყოფილი ფეხბურთელის საკუთარ კანდიდატად წარდგენა დემოკრატიულ პარტიას სურს, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტული შეხედულებებისაა.
პარტია უკვე დაუკავშირდა მარკიზიოს და აზრი ჰკითხა ამ იდეის შესახებ. ყოფილმა ფეხბურთელმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.
ტურინის მერის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.