კლასიკური კავკასიური დერბი - სომხებს „საბურთალომ“ „მიმინო“ გაახსენა
კლასიკური კავკასიური დერბი - სომხებს „საბურთალომ“ „მიმინო“ გაახსენა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნილი „საბურთალო“ ევროსეზონს აგრძელებს – საქართველოს ჩემპიონი ახლა ევროპის ლიგაზე ითამაშებს.
 

„საბურთალოს“ მეტოქე მესამე წრეში სომხეთის ჩემპიონი, ერევნის „არარატ-არმენია“ იქნება.

ამ დაპირისპირებას ხომხური კლუბის ოფიციალური გვერდი სახალისო პოსტერით გამოეხმაურა, სადაც გიორგი დანელიას ცნობილი ფილმის, „მიმინოს“ გმირები, ვალიკო მიზანდარი (ვახტანგ კიკაბიძე) და რუბიკ ხაჩიკიანი (ფრუნზიკ მკრტიჩიანი) არიან გამოსახულები.
„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს შედგება, ხოლო განმეორებით მატჩს თბილისი 15 აგვისტოს უმასპინძლებს.