კლასიკური დაპირისპირება და გულშემატკივართა ბოიკოტი
კლასიკური დაპირისპირება და გულშემატკივართა ბოიკოტი

„იუვენტუსის“ შეხვედრამ გასვლით მატჩში „მილანთან“ შესაძლოა სტუმარი ქომაგების გარეშე ჩაიაროს. „ტუტოსპორტის“ (Tuttosport) ინფორმაციით, „იუვეს“ ტიფოზები ბილეთების ფასს აპროტესტებენ და მატჩზე დასწრებას თავს არიდებენ.

სტუმართა სექტორში, მესამე იარუსზე, ერთი ბილეთი 75 ევრო ღირს, რაც შარშანდელთან შედარებით პრაქტიკულად გაორმაგებული ფასია, რადგან შარშან იგივე ბითელი 40 ევრო ღირდა.
აქამდე, „იუვენტუსის“ ფანები გაძვირებულ ფასებს საშინაო არენაზე აპროტესტებდნენ, ახლა უკვე იგივე პრობლემას გასლით მატჩშიც გადააწყდნენ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა „სან სიროზე” 11 ნოემბერს გაიმართება.