„კლასიკოზე“ სერხიო რამოსსა და მესის შორის კონფლიქტი წარმოიშვა
12:09, 03.03.2019
ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
მცირე კონფლიქტი ჰქონდათ გუნდების კაპიტნებს – სერხიო რამოსსა და ლიონელ მესის.
თავდაპირველად, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში რამოსმა უკნიდან ფეხი გამოსდო არგენტინელ ფორვარდს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ესპანელმა არგენტინელს ცხვირში მიარტყა ხელი, რის შემდეგაც მესი ემოციურად მიეჭრა მოწინააღმდეგეს.
ფეხბურთელები ერთმანეთისთვის შუბლის მიდებით შემოიფარგლნენ. მსაჯმა კი არ მიიჩნია საჭიროდ ფეხბურთელების გაფრთხილება.