ჯერემი კლარკსონმა პირობა შეასრულა და „ალპინის“ ბაზას დატვირთული ტრაქტორით ესტუმრა #1TVSPORT
ჯერემი კლარკსონმა პირობა შეასრულა და „ალპინის“ ბაზას დატვირთული ტრაქტორით ესტუმრა #1TVSPORT

გადაცემების grand tour-ისა და top gear-ის ლეგენდარულმა ყოფილმა წამყვანმა ჯერემი კლარკსონმა თავისი პირობა შეასრულა და „ალპინის“ ბაზაზე 1000 ბოთლი ლუდი ტრაქტორით მიიტანა.

ჯერემი ფორმულა 1-ის დიდი გულშემატკივარია, მან მონაკოს გრან პრის დროს „ტვიტი“ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ალპინის“ გუნდის ყველა წევრს ლუდს უყიდდა, თუ ისინი პოდიუმზე მოხვდებოდნენ. „ტვიტს“ „ალპინის“ მრბოლელი ესტებან ოკონიც გამოეხმაურა, რომელმაც რბოლა მესამე პოზიციაზე დაასრულა და პოდიუმზე მოხვდა.

მონაკოს გრან პრის შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა, თითქოს პირობა ყველამ დაივიწყა, თუმცა ჯერემი კლარკსონმა დანაპირები შეასრულა და „ალპინის“ ბაზას Hawkstones-ის 1000 ბოთლი ლუდით ეწვია. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა „ალპინიმა“  საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

კლარკსონი ბაზაზე გუნდის სხვა წევრებთან ერთად ესტაბან ოკონსაც შეხვდა.