გორის „დილაში“ სინჯებზე კიდევ ერთი ლეგიონერი იმყოფება. გუნდის ფანკლუბის ვებგვერდის გავრცელებული ცნობით, ახალწვეული აფრიკელი ფეხბურთელია.
21 წლის კონგოელი თავდამსხმელი, კაბვეი მევერეს კივუტუკა, ბოლოს ამერიკის რანგით მეორე ლიგის გუნდში, „შარლოტ ინდეფენდენსში” გამოდიოდა. თუმცა, სულ 1 მატჩი ჩაატარა, ისიც შეცვლაზე, 5 წუთი დაჰყო მოედანზე და გოლი არ გაუტანია. საქმე ისაა, რომ კუვუტუკა ტრავმირებული იყო და დიდი დრო გაუცდა.
ფეხბურთელმა აფრიკის კონფედერაციის თასზე (ევროპის ლიგის ანალოგია), „ას ოტოოს“ შემადგენლობაში შვიდჯერ ითამაშა და სამი გოლის გაიტანა. „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, 2018 წლის 16 ოქტომბერს კონგოს რესპუბლიკის ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ გორის „დილაში” სინჯებზე 19 წლის ნიგერიელი კლეოფას ბელეუები ტიმი იმყოფება.