კიტეიშვილს კორონავირუსი აღარ აქვს - ქართველმა „შტურმის“  შემადგენლობაში ითამაშა
კიტეიშვილს კორონავირუსი აღარ აქვს - ქართველმა „შტურმის“ შემადგენლობაში ითამაშა

გრაცის „შტურმმა“ ევროპული სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგური მატჩი „კაფბენგერგთან“ ჩაატარა და ანგარიშით 5:0 მოიგო. ამაში არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა ოთარ კიტეიშვილის თამაში.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გრაცელთა ქართველი ლეგიონერი ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოიძახა, მაგრამ შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა და ვერ მოდიოდა.

ამის ფონზე, 24 წლის ფეხბურთელის ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩენა მოულოდნელი იყო, „შტურმის“ ქართველმა ლეგიონერმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. როგორც ჩანს, კიტეიშვილმა კორონავირუსი მოირჩინა.

დატოვე კომენტარი