კიტეიშვილმა სეზონში მერვე გოლი გაიტანა - „შტურმმა“ გასვლაზე „გრაცერი“ დაამარცხა #1TVSPORT
კიტეიშვილმა სეზონში მერვე გოლი გაიტანა - „შტურმმა“ გასვლაზე „გრაცერი“ დაამარცხა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში მორიგი გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმს“ ერთ-ერთ აუტაიდერ „გრაცერთან“ ურთულესი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 2:1.

ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გუნდი კვლავ კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა, გადამწყვეტ მომენტში კი ლიდერის თვისებები გამაოვლინა.

პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა. „გრაცერი“ 78-ე წუთზე პერხტოლდმა დააწინაურა, მაგრამ 86-ე წუთზე კიტეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ორ წუთში მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, იალკუემ კი 90+2-ე წუთზე „შტურმს“ გამარჯვება მოუტანა.

„შტურმმა“ 21 ტურის შემდეგ 43 ქულა დააგროვა და ავსტრიის ბუნდესლიგაში ვენის „აუსტრიასთან“ ერთად ლიდერობს. ოთარ კიტეიშვილმა მიმიმდინარე სეზონში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.