კიტეიშვილმა კონტრაქტი გაახანგრძლივა - ქართველი „შტურმში“ კიდევ სამი წლით დარჩა [ვიდეო] #1TVSPORT
კიტეიშვილმა კონტრაქტი გაახანგრძლივა - ქართველი „შტურმში“ კიდევ სამი წლით დარჩა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი ვადაზე ადრე გააგრძელა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ახალი ხელშეკრულება გუნდის შეკრებაზე გააფორმა.

„შტურმი“ და ოთარ კიტეიშვილი ხელშეკრულების ვადამდელ გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ და ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე გაფორმდა. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა „გრაცის“ შემადგენლობაში 86 მატჩი ჩაატარა და 35 სასარგებლო მოქმედება (17 გოლი და 18 საგოლე პასი) დააგროვა.

კიტეიშვილმა კარიერა რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, საიდანაც „დინამო თბილისში“ გადავიდა. შემდეგ იჯარით „მეტალურგში“ გაუშვეს, სადაც ლიგაში სადებიუტო მატჩი 2014 წლის მაისში ბოლნისის „სიოთან“ ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

2014/15 წლის ზამთრის შესვენების დროს „დინამო თბილისში“ დაბრუნდა და პირველი გოლი თბილისურ გუნდში 2015 წლის ოქტომბერში გაიტანა, როდესაც თბილისელებმა ბათუმის „დინამოს“ 1:0 მოუგეს. „დინამოში“ ჩატარებული 98 თამაშის შემდეგ (17 გოლი) გაიტანა, 2018 წლის ივლისში „შტურმში“ გადავიდა, სადაც კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გააფორმა.

კიტეიშვილი იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, 2014 წელს თბილისში გამართული 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპის ბომბარდირი გახდა. იყო ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ეროვნულ გუნდში პირველად 21 წლის ასაკში 2016 წლის ნოემბერში მოლდოვას წინააღმდეგ ითამაშა.