კიტეიშვილმა ისევ გაიტანა, მაგრამ „შტურმი“ ავსტრიულ გრანდთან დამარცხდა
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი – ვენის „რაპიდის“ შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ამჯერადაც, ავსტრიული ფეხბურთის ბოლო წლების გრანდის, ზალცბურგის „რედ ბულის“ კარი აიღო, მაგრამ ქართველის გოლმა გრაცელებს ვერც ახლა უშველა.
გრაცის „შტურმს“ ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ სასიამოვნო შეხვედრა ელოდა – ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის ეს მატჩი მასპინძლებმა დიდი ანგარიშით მოიგეს – 5:2. ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი 79-ე წუთზე გაიტანა, როდესაც „რედ ბული“ 3:0-ს იგებდა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 31-ე ტურის შემდეგ, „შტურმი“ 19 ქულით ფინალურ ექვსეულში ისევ ბოლო, მეექვსე ადგილზეა.