კიტეიშვილმა გოლს ასისტიც დაუმატა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - „შტურმმა“ „ტიროლი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში შესანიშნავი თამაში ჩაატარა ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში იყო და თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მოედნზე კი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო „ტიროლთან“ დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც გრაცელებმა 4:2 მოიგეს.
„შტურმმა“ საშინაო შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმის ბოლოს 0:2-ს აგებდა, მაგრამ კიტეიშვილმა თამაში შემოატრიალა, 44-ე წუთზე ეფექტური თავური დარტყმით გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო მისი გადაცემით 66-ე წუთზე ანგარიში გრგიჩმა გაათანაბრა. შემდეგ კი გრაცელებმა 78-ე და 90+4-ე წუთებზე კიდევ ორი გაიტანეს.შტურმი
კიტეიშვილმა ამ შეხვედრაში 8,6 ქულა მიიღო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
„ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და 2 გოლთან ერთად ანგარიშზე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. „შტურმი“ კი 12 ქულით პირველ ადგილზე დაწინაურდა.