კიტეიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა - „შტურმი“ კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „ლასკს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
ბუნდესლიგის ჩემპიონშიფის ჯგუფის 24-ე ტურის შეხვედრაში „შტურმი“ 48-ე წუთზე ალექსანდრ პრასმა დააწინაურა, მაგრამ იბრაჰიმ მუსტაფამ (71-ე წუთზე) წონასწორობა აღადგინა, ხოლო კეიტო ნაკამურამ (79) „ლასკს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.
ოთარ კიტეიშვილმა გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 77-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა მეორე გოლის გატანა ამის შემდეგ მოახერხეს და „შტურმმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
24 ტურის შემდეგ „შტურმი“ 24 ქულით ისევ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ ოთხი ქულით ჩამორჩება. გრაცელებთან ჩამორჩენა შეამცირა „ლასკმაც“, ამ უკანასკნელს ამჟამად 23 ქულა აქვს.