კიტეიშვილით ბუნდესლიგის „ბოხუმი“ დაინტერესდა - „შტურმმა“ „ალტახს“ სძლია #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში „ალტახი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი გრაცელების შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 4 ტურის შემდეგ „შტურმი“ 9 ქულით მეორე ადგილზეა.
ამასობაში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე გერმანიის ბუნდესლიგის „ბოხუმმა“ ნახევარდაცვის გასაძლიერებლად, რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება დაიწყო და ერთ-ერთი ქართველი ნახევარმცველია.
თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ოთარ კიტეიშვილთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. „შტურმის“ ლიდერის გარდა, გერმანელების ინტერესის სფეროში არიან მალელი რომინიგ კუამე, ჩრდილომაკედონიელი ენის ბარდისი და კონგოელი ბენი ბანინგიმე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.