კიტეიშვილის „შტურმმა“ „ზალცბურგთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმმა“ „ზალცბურგთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა „ზალცბურგის“ წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა, გრაცის „შტურმმა“ კი გასვლაზე მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 0:0.

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ განაცხადში იყო, მოედანზე კი 68-ე წუთზე ტომი ჰორვატის ნაცვლად გამოჩნდა. ოთარმა დარჩენილ დროში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. თუმცა, ზოგადად მეტოქეებმა ბევრი მომენტის შექმნა ვერც შეძლეს.

პირველი დასამახსოვრებელი მომენტი 56-ე წუთზე ტომი ჰორვატმა შექმნა, როდესაც ბურთი საჯარიმოში მიიღო და დაარტყა, მაგრამ მეკარისთვის ეს სერიოზული პრობლემა არ აღმოჩნდა. 79-ე წუთზე კი მიზანს ვერც ჯინიორ ადამუს (ზალცბურგი) სახიფათო თავურმა დარტყმამ მიაღწია – ბურთი კარს სანტიმეტრებში ასცდა.

90+2 სტრაჰინია პავლოვიჩმა (ზალცბურგი) მსაჯისგან მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა, მაგრამ ამან დარჩენილ წუთებში შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა და გუნდებმა ქულები გადაინაწილეს – 0:0.

13 ტურის შემდეგ ლიდერი ისევ „ზალცბურგია“ 30 ქულით, რომელსაც კიტეიშვილის „შტურმი“ 2 ქულით და ერთი პოზციით ჩამორჩება.