ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში კონკურენტს, „ზალცბურგს“ შინ დაუპირისპირდა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:0.
მართალია, გრაცელებს მე-7 წუთზე გოლი არ ჩაუთავლეს, მაგრამ შესვენებამდე ორი გოლი მაინც გაიტანეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს – ანგარიში მე-15 წუთზე იალკუემ გახსნა, ხოლო მასპინძლების უპირატესობაზუსტად თხუთმეტ წუთში ბირითიმ გაზარდა.
შესვენების შემდეგ ბირითიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა (51,62), ერთიც აივუმ (76) გაიტანა და ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო წლების გამორჩეულ კლუბთან დამაჯერებლ გამარჯვებას მიაღწია. ოთარ კიტეიშვილს თავი გოლით და საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია, მაგრამ ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და 7,7 შეფასება მიიღო.
„შტურმმა“ 19 ქულა დააგროვა და ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 9 ტურის შემდეგ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდა.