კიტეიშვილის „შტურმმა“ სეზონი დაასრულა - მაკარიძის გუნდი ლიგაში დასარჩენად იბრძვის #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმმა“ სეზონი დაასრულა - მაკარიძის გუნდი ლიგაში დასარჩენად იბრძვის #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ლასკ-ი 2:0 დაამარცხა და ამით სეზონი დაასრულა. ბოლო ტურის მატჩში ქართველი ნახევარმცველი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.

კიტეიშვილის გუნდი ავსტრიის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ახალ ევროსეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს. მანამდე 25 წლის ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევრო 2024-ის მატჩებისთვის (17 ივნისს კვიპროსში, 20 ივნისს შოტლანდიაში) მოემზადება.

პორტუგალიის ჩემპიონატის პლეი აუტში გიორგი მაკარიძის „მარიტიმუ“ სტუმრად „ეშტრელასთან“ 1:2 დამარცხდა, ქართველი მეკარე სათადარიგო იყო. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება.