კიტეიშვილის „შტურმმა“ მოიგო და ავსტრიის ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში კონკურენტი „ზალცბურგი“ 4:2 დაამარცხა და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
საჩემპიონო ჯგუფის 30-ე ტურის საშინაო დაპირისპირება გრაცელებმა შესანიშნავად დაიწყეს და ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – „შტურმი“ მე-18 წუთზე ტერზიჩის ავტოგოლით დაწინაურდა, ხოლო ორ წუთში მასპინძლების უპირატესობა ბოვინგმა გაზარდა.
„ზალცბურგმა“ შესვენებამდე დორგელესის (45) გოლით სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმის განახლებისთანავე მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და ორბურთიანი სხვაობა აღადგინეს. 59-ე წუთზე გრაცელების მცველმა, აივუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სხვაობა კვლავ მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ 72-ე წუთზე ჩუკვუანიმ „ზალცბურგს“ მეოთხე გოლიც გაუტანა და „შტურმმა“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო.
ოთარ კიტეიშვილის თამაში 7,1 ქულით შეაფასეს.
„შტურმმა“ 39 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ვენის „აუსტრიას“ ექვსი ქულით ასწრებს, რომელსაც ტურის მატჩი გასამართი აქვს.