კიტეიშვილის „შტურმმა“ ხორვატიაში შეკრება წაგებით დაასრულა #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმმა“ ხორვატიაში შეკრება წაგებით დაასრულა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ 14 იანვარს ზამთრის მეორე შეკრებაზე სლოვენიის ქალაქ ჩატეჟში გაემგზავრა და ხანმოკლე საწვრთნელი შეკრება ორი ამხანაგური მატჩით დაასრულა.

ჯერ გუნდი ხორვატიის მეორე ლიგის „ორიენტ რიეკას“ შეხვდა და მატჩი 1:1 დაასრულა, ორსაათნახევრის შემდეგ კი ხორვატიის ჩემპიონატის ლიდერს, „რიეკას“დაუპირისპირდა და 0:2 წააგო. ოთარ კიტეიშვილმა მეორე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 74 წუთი ითამაშა.

ავსტრიული გუნდი უახლოეს ოფიციალურ შეხვედრებს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე გამართავს – 21 იანვარს იტალიაში „ატალანტას“ ესტუმრება, ხოლო 30 იანვარს გრაცშილაიპციგს“ უმასპინძლებს.