ავსტრიის თასზე ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა, 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მეოდანზე პირველივე წუთებიდან იყო და შეუცვლელად ითამაშა. თუმცა ამჯერად გუნდს გოლით ან საგოლე გადაცემით ვერ დაეხმარა.
ანგარიში დედაქალაქელებმა სწრაფად გახსნეს – „აუსტრია“ მე-9 წუთზე მარცხენა მცველმა, რეინოლდ რანფტმა დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე თავდამსხმელმა მარკო რაგუზიმ დააფიქსირა.
გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონს 7 თებერვალს კვლავ ვენის „აუსტრიასთან“ შეხვედრით განაახლებს – ოთარ კიტეიშვილის გუნდი მეტოქეს ამჯერადაც საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.