ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა – ეს ჩემპიონატის მე-15 ტურში მოხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა, გრაცის „შტურმმა“ შინ „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. 22 წლსი კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში მისი გოლით დაფიქსირდა. 90+1-ე წუთზე კი ქართველი სიმბოლურად გამოცვალეს.
15 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 19 ქულა დააგროვა და ავსტრიის ბუნდესლიგაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.