კიტეიშვილის მორიგი გოლი - „შტურმმა“ სტუმრად „ლასკი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა, გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „ლასკი“ 2:1 დაამარცხა.
კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი მატჩი ლისაბონის „სპორტინგთან“ ტრავმის გამო გამოტოვა, დღეს კი ძირითად შემადგენლობაში იყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გოლი 33-ე წუთზე გაიტანა და „შტურმი“ დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა მე-60 წუთზე სმოლჩიჩის გოლით აღადგინეს, ხოლო გრაცის გუნდს გამარჯვება 85-ე წუთზე ზვონარეკმა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
11 ტურის შემდეგ „შტურმს“ ავსტრიის ბუნდესლიგაში 25 ქულა აქვს და ლიდერია. რაც შეეხება კიტეიშვილს, მის ანგარიშზე 6 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.