ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში გაიტანა, მაგრამ ქართველის გოლისა და დასაწყისში მოპოვებული დიდი უპირატესობის მიუხედავად, გრაცის „შტურმმა“ ვერ გაიმარჯვა.
ქართველის გუნდმა შეხვედრა გასვლაზე ჩაატარა და პაშინგში ლაკს-ს ესტუმრა. შეხვედრა უხვგოლიანი და უჩვეულოდ დამაინტრიგებელი გამოდგა.
პირველი ტაიმის 24-ე წუთისთვის „შტურმი“ 3:0-ს იგებდა. მესამე გოლი მასპინძელთა კარში საქართელოს ნაკრების ნახევარმცველმა გაიტანა, როდესაც კარის წინ გახსნილმა ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა. ოთარ კიტეიშვილი მხოლოდ დამატებულ წუთებზე შეცვალეს, მანამდე კი გოლის გარდა, ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.
დარჩენილ დროში კი მასპინძლებმა შეუძლებელი შეძლეს – შესვენებამდე ორი ბურთი გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში წონასწორობა აღადგინეს და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
ოთარ კიტეიშვილმა მინდინარე სეზონში ავსტრიიულ ბუნდესლიგაში 18 შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამას გარდა, კიტეიშვილმა ავსტრიის თასზე სამ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.
18 ტურის შემდეგ მოპოვებული 28 ქულით გრაცის „შტურმი“ მეხუთე ადგილზეა და მესამეადგილოსან ვენის „რაპიდს“ ოთხი ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ „ზალცბურგს“ – 16 ქულით.