კიტეიშვილის გოლი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ - „შტურმმა“ „ზალცბურგს“ გადაასწრო 1TVSPORT
დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული ოთარ კიტეიშვილი ფორმაში შეგის, ახლა კი გრაცის „შტურმში“ პირველად მოახერხა გოლის გატანა – ეს ავსტრიის ჩემპიონატში მე-12 ტურში მოხდა, რომელშიც ქართველის გუნდმა „ვოლფსბერგერი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო, მაგრამ მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა, როდესაც სტუმრები 1:0-ს იგებდნენ. კიტეიშვილი მოედანზე შესვლიდან ორ წუთში გმირი გახდა და 48-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
„შტურმმა“ მატჩის შემობრუნება შეძლო და საბოლოოდ, „ვოლფსბერგერი“ 3:2 დაამარცხა. გრაცელები 12 ტურის შემდეგ 27 ქულით პირველ ადგილზე არიან და ერთი ქულით გაასწრეს ლიდერს, „ზალცბურგს“, რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბოლოს გოლი ჩრდილოეთ მაკედონიასთან 4 თვის წინ, 9 ივლისის სანაკრებო შეხვედრაში გაიტანა. შემდეგ დაშავდა და მიმდინარე სეზონში (ჩემპიონატისა და ევროთასების ჩათვლით) ჯერ მხოლოდ მერვე მატჩი ჩაატარა.