კიტეიშვილის და „შტურმის“ მორიგი გამარჯვება
კიტეიშვილის და „შტურმის“ მორიგი გამარჯვება

ოთრა კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა, გრაცის „შტურმმა“ მე-18 ტურში „ადმირას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

კიტეიშვილი გრაცელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მხოლოდ 90+2 წუთზე შეცვალეს, როდესაც მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ. საბოლოო ანგარიშ 3:0 კი ერთ წუთში, ჰოსინერმა დააფიქსირა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა ვერ ისარგებლეს. საინტერესო ფაქტია – კიტეიშვილი „შტურმში“ მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი იყო.

კიტეიშვილმა გრაცელთა შემადგენლობაში ადგილი დამკვიდრდა და მიმდინარე სეზონში გუნდის ფორმით 16 მატჩი ჩაატარა, მათგან 15 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. „შტურმმა“ 18 ტურის შემდეგ 26 ქულა დააგროვა და ბუნდესლიგაში მეხუთე პოზიციაზეა.