კიტეიშვილი თურქული გრანდის სამიზნეში - „ფენერბაჰჩეში“ ქართველმა გერმანელი უნდა ჩაანაცვლოს
„მაქს კრუზეს შემცვლელად „ფენერბაჰჩეში“ გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი შეიგულეს“ – ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა SPOX ავრცელებს.
„კრეატიული მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ იშვიათი ნათელი წერტილია. გასაკვირი არაა, რომ კლუბები ქართველით დაინტერესდნენ. ახლა მისი გადაბირებით თურქული კლუბი, სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ დაინტერესდა და სურს კონტრაქტი გაუფორმოს. ტრანსფერის იდეა ისაა, რომ 24 წლის ფეხბურთელმა უნდა შეცვალოს გერმანელი მაქს კრუზე, რომელმაც კლუბი უკვე დატოვა. მან თურქეთის სუპერლიგის 20 მატჩში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა“ – წერს ავსტრიული გამოცემა.
მაქს კრუზეს ბუნდესლიგაში უთამაშია „ფრაიბურგში“, ბრემენის „ვერდერში“, მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და „ვოლფსბურგში“, თურქეთში კი 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. სტამბოლის კლუბთან ხელშეკრულება ახლახანს გაწყვიტა, რადგან „ფენერბაჰჩე“ მას ხელფასს თებერვლიდან არ უხდიდა. SPOX-ის მტკიცებით, ქართველი ფეხბურთელის ტარნსფერის გამოსყიდვას თურქები მალე შეეცდებიან: „კიტეიშვილის შესახებ ავსტრიულ კლუბს სტამბულელები ოფიციალური წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავენ. კიტეიშვილი თბილისის „დინამოდან“ ავსტიულ კლუბში 2018 წლის ზაფხულში 760,000 ევროს საფასურად გადავიდა, ქართველს „შტურმთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მის დასამატებლად ტარნსფერის საფასური გადასახელია“.