კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა - „შტურმმა“ გასვლაზე მოიგო #1TVSPORT
კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა - „შტურმმა“ გასვლაზე მოიგო #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და გრაცის „შტურმის“ ფორმით „ტიროლთან“ გასვლითი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 2:0 მოიგო.

კიტეიშვილი 10 თებერვალს ვენის „რაპიდთან“ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია. ტრავმის გამო ვილი სანიოლმა „შტურმის“ ქართველი ლეგიონერი მარტის სანაკრებო მატჩებში არ გამოიძახა.

საბედნიეროდ, 26 წლის ნახევარმცველი უკვე მომჯობინდა და განაცხადში მოხვდა, 77-ე წუთზე კი მოედანზე გამოჩნდა. ამ დროისთვის ემეგას გოლით „შტურმი“ უკვე 1:0-ს იგებდა. 88-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში აიეტიმ დააფიქსირა და გრაცელებმა 3 ქულა მოიპოვეს.

ავსტრიის ბუნდესლიგაში 22 ტურის შემდეგ „შტურმი“ 48 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 7 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსანლასკს“ (38) კი დიდი უპირატესობით ასწრებს.