კიტეიშვილი საუკეთესო ხუთეულში - ქართველი ნახევარმცველი სიმბოლურში „სქაი სპორტსმაც“ დაასახელა #1TVSPORT
კიტეიშვილი საუკეთესო ხუთეულში - ქართველი ნახევარმცველი სიმბოლურში „სქაი სპორტსმაც“ დაასახელა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში „სქაი სპორტს ავსტრიამაც“ დაასახელა.

პირველად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი რჩეულ თერთმეტეულშისოფასქორმა“ დაასახელა. საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა ოთარ კიტეიშვილს 8,4 ქულა დაუწერა. ეს ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და ტურის რჩეულებში ქულებით ხუთეულში მოხვდა – უკეთესი ან მსგავსი შეფასება მხოლოდ ოთხ მოთამაშეს დაუწერეს – ტომას საბიცერს (სვაროვსკი ტიროლი – 8,6), მარკუს პინკს (კლაგენფურტი – 8,6), სეიდინ შაბს (რიდი – 8,5) და ტომას გოიგინგერს (ლასკი – 8,4).

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sky Sport Austria (@skysportaustria)

„სქაი სპორტს ავსტრიამ“ ტურის სიმბოლურ ნაკრებს საკუთარი ანალიტიკური პროგრამის, Sky Sport Player Index-ის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ასახელებს. ოთარ კიტეიშვილმა ძალიან მაღალი, 451 ქულა დააგროვა და კვლავ საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში მოხვდა. მას ასწრებენ პილიპ მენცელი (კლაგენფურტი – 660), ტომას საბიცერი (სვაროვსკი ტიროლი – 596), ტომას გოიგინგერს (ლასკი – 466) და ბრენდონ აარონსონი (ზალცბურგი – 472).

დატოვე კომენტარი