კიტეიშვილი ისევ ტრავმირებულია - ის რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT
კიტეიშვილი ისევ ტრავმირებულია - ის რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და უახლოესი პერიოდი ვერ ითამაშებს, – გრაცის „შტურმისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„ცუდი ამბავი „შტურმისთვის“ – ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი უახლოეს კვირებში კუნთის ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. ჩვენი 10 ნომერი იძულებული გახდა, შეეწყვიტა ვარჯიში მას შემდეგ, რაც ბარძაყის არეში ფეხი ჩაარტყეს. ოთხშაბათს MRI სკანირებამ აჩვენა, რომ მთავარი მწვრთნელი კრისტიან ილცერი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელს ვერ ათამაშებს. კიტეიშვილმა მესენდორფში მკურნალობა უკვე დაიწყო“, – წერია „შტურმის“ განცხადებაში.

26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სეზონის საწყისი ეტაპი აქილევსის მყესის ტრავმის გამო გამოტოვა, სექტემბრის შემდეგ კი 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ჯერ უცნობია, ოთარ კიტეიშვილი მოახერხებს თუ არა 28 მარტამდე მოედანზე დაბრუნებას, როდესაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში ბათუმში ნორვეგიას უმასპინძლებს.