კიტეიშვილი ისევ გამოარჩიეს - ქართველი ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს – რჩეულ თერთმეტეულში ქართველი ნახევარმცველი Sofascore-მა შეიყვანა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი გრაცის „შტურმის“ მწვრთნელმა „ლინცთან“ გასვლით შეხვედრაში დაასვენა და მხოლოდ 58-ე წუთზე შეუშვა მოედანზე, როდესაც გრაცელები კონკურენტს ვერაფერს უხერხებდნენ და ანგარიში 1:1 იყო.
კიტეიშვილმა მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშა, მაგრამ „შტურმის“ შეტევები გაამწვავა, ბოლოს პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გამოიყენა და გუნდს გამარჯვება და ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველი ადგილი მოუტანა.
ოთარ კიტეიშვილს Sofascore-მა 8,0 შეფასება დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეობასთან ერთად, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის რჩეულ 11 მოთამაშეს შორის დაასახელა.